fluvialuri formebi - klifi

 

ზღვის ტალღების მოქმედებით წარმოქმნილი აბრაზიული ფლატე, რომელიც გამოიხატება ზღვისა და ტბის სანაპიროებზე. განარჩევენ აქტიურ და მომკვდარ კლიფებს. აქტიურია ისეთი კლიფი, რომელიც თანადროულ დროში წყლის ტალღების გავლენით დანგრევას განიცდის, ხოლო მომკვდარი კლიფი თანამედროვე დროში აღარ ექვემდებარება ტალღების ზემოქმედებას.

კლიფი გვხვდება მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ირლანდიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, ისლანდიაში, უკრაინაში, აშშ და სხვ. კლიფი ზღვის სანაპიროდან კლდეებივით არის ამართული და სიმაღლეში ხშირად ასეულ მეტრს აღემატება. მაგ.: ევროპის კონტინენტზე არსებული კლიფები სიმაღლეში საშუალოდ 200-300 მ-ის ტოლია. აღსანიშნავია ირლანდიაში მდებარე ზღვის კლიფი - სლივ-ლიგი, რომლის მკვეთრი კლდეები ზღვის დონიდან 598 მ სიმაღლეზე იმყოფება. ზოგჯერ კლიფებზე განლაგებულია არქეოლოგიური ძეგლებიც.

კლიფის სინონიმია აბრაზიული საფეხური. მას ესაზღვრება აბრაზიული ტერასა - ბენჩი.